გორის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია სავარაუდოდ 2023
წლის შემოდგომით დასრულდება.
ადგილზე მომუშავე კომპანიის წარმომადგენლების ცნობით, ეს იქნება
ოქტომბრის თვე.
კომპანია ,,ავარდმა'' სამუშაოები 2021 წელს დაიწყო.
ხელშეკრულების მიხედვით, რეაბილიტაცია 2023 წლის ივნისში უნდა
დასრულებულიყო.
სამუშაოების დასრულებამდე პარკში შესვლა აკრძალულია.
პროექტის ღირებულება შეადგენს 8.95 მლნ ლარს. თავდაპირველი ტენდერი,
რომელიც 2020 წელს ჩატარდა, ჩავარდა.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და გორის
მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას შორის გაფორმებული საინვესტიციო
დაფინანსების შეთანხმების მიხედვით, რეაბილიტირებული ობიექტების
მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება გორის
მუნიციპალიტეტს.
პარკი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.