28 და 29 ივნისს ხაშური-აწყურის გზის მონაკვეთზე შეზღუდვები წესდება
2023 წლის 28 და 29 ივნისს, 08:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, საავტომობილო
გზის კმ 1-კმ 50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტანტი ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, ამის მიზეზი, ხაშური-ახალციხე-ვალეს სხვადასხვა
მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
გზების დეპარტამენის განცხადებით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის
გადაადგილება თავისუფალია.
რაც შეეხება აწყური-ვალეს მონაკვეთს, ავტოტრანსპორტის გადაადგილება
თავისუფალი იქნება.