ახალი ამბები
ხაშურის მერიის ცნობით, აბიტურიენტების ტრანსპორტირების შესახებ მცდარი ინფორმაცია გავრცელდა
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას არაერთმა მოქალაქემ მომართა შეკითხვით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომლის მიხედვითაც ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ხაშურელი აბიტურიენტებისთვის ავტობუსები გამოყო, რაც საგამოცდო ცენტრამდე და უკან მათ უფასო მგზავრობას უზრუნველყოფს.

,,მსგავსი ინფორმაცია არ გავრცელებულა არც ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის, არც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ. აბიტურიენტების მგზავრობა რეგულირდება კერძო გადამყვანი კომპანიების მიერ შესაბამისი ანაზღაურებით.'' - წერია განცხადებაში.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს საინფორმაციო სააგენტოს თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
Print