ახალი ამბები
,,გამოჩნდნენ ბიზნესმენებიც'' - საქაშეთელ მოზარდებს მორიგ სიურპრიზს პირდებიან
კვლავ გრძელდება ერთი ფოტოს ისტორია, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში მცხოვრები მოზარდების ცხოვრებას ცვლის.

როგორც ადგილობრივი მცხოვრები, ფოტოს ავტორი არკადი მაწონაძე იტყობინება, გამოჩდნენ ბიზნესმენები, რომლებიც ახალგაზრდების პრობლემით დაინტერესდნენ.

,,დეტალები მომავალში გახდება ცნობილი'' - აღნიშნავს არკადი მაწონაძე.

არკადიმ რამდენიმე დღის წინ, ერთ საღამოს, სოფლის ცენტრში შეკრებილ ადამიანებს ფოტო გადაუღო, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდების ძირითადი გასართობი საშუალება დომინოს თამაშია.

დომინოს ოთხი კაცი თამაშობს, დანარჩენები კი უყურებენ ან ელოდებიან, როდის მოვა მათი რიგი.

აღნიშნული ფოტო ,,ქართლის ამბებაც'' გამოაქვეყნა. გამოქვეყნებიდან ორ დღეში, შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციამ სოფლის სკოლას ჩოგბურთის მაგიდები და ბურთები ჩაუტანა. ამჯერად, სავარაუდოდ, ბიზნესმენები სტადიონის რეაბილიტაციას აპირებენ.

ფოტოზე აღნიშნული იყო მოთხოვნა: ,,გაგვიკეთეთ სტადიონი საქაშეთს, დომინო გვაქვს მხოლოდ''


Print