ახალი ამბები
ხაშურის ,,გორმედში'' უფასო კონსულტაციის დღე ჩატარდება
8 ივლისს "გორმედის" ხაშურის ფილიალში, ჩატარდება უფასო კონსულტაციის დღე.

ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, რომელიც მოიცავს უფასო კონსულტაციებს, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაიტარონ პროფილაქტიკური კვლევები უფასოდ.

უფასო კონსულტაციის დღეების მოწყობა შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება.

,,კონსულტაციებზე წინასწარ ჩაწერა არის აუცილებელი პირობა. ჩასაწერად უნდა დაუკავშირდეთ გადაუდებელი ამბულატორიის ცხელ ხაზს, ნომერზე: 596 99 85 85'' - აღნიშნულია გორმედის განცხადებაში.
Print