ახალი ამბები
ისტორიკოსი ბადრი რაზმაძე წიგნის გამოსაცემად სპონსორს ეძებს
ისტორიკოსი ბადრი რაზმაძე წიგნის გამოსაცემად სპონსორს ეძებს.

81 წლის ასაკის მეცნიერი ამჟამად სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს. ამბობს, რომ წიგნი ქართულ წეს-ჩვეულებებს ეხება, რომლის დავიწყება დაუშვებელია.

,,ამ წიგნში რამდენიმე ტრადიციას ვეხები, მაგრამ არ ვეხები ქორწინებისა და დაკრძალვის ტრადიციებს. ეს ტრადიციები ხელუხლებელია და მას დაცვა არ ჭირდება. ჩემ წიგნში კი ის წეს-ჩვეულებები მაქვს მიმოხილული, რომელიც სულ მალე დავიწყებას მიეცემა'' - ამბობს ბადრი რაზმაძე.

მისი თქმით, ამ წიგნის დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ის 100-200 ეგზემპლარი იყოს.




 

Print