ახალი ამბები
კასპის სოფელ დოესში მერიის საგანგებო კომისიამ მუშაობა დაასრულა
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის საგანგებო კომისიამ დაასრულა მუშაობა სოფელ დოესში.

კომისიის გადაწყვეტილებით, დაზარალებულად ცნობილ იქნა ოთხი ოჯახი.

,,2023 წლის 4-5 ივლისს ძლიერმა ქარმა და წვიმამ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში მცხოვრები მოქალაქეების: დავით რაზმაძის, რობიზონ ახალკაცის, ჯონდო თაბუაშვილის და გიორგი აბრამიძის საცხოვრებელ სახლებს ნაწილობრივ მოხადა სახურავი. ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ აღნიშნულ შენობაში, ფაქტობრივად დარჩენილები არიან დაზიანებული სახლის სახურავით, რის გამოც საშიშროება ექმნება არამარტო საყოფაცხოვრებო ნივთებს, არამედ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.'' - აღნიშნულია დასკვნაში.

მერიამ სტიქიის აღმოსაფხრევლად 1969 ლარი გამოყო.


Print