გორის მერიამ ბოლო ერთ წელიწადში ფოტოაპარატების კომპლექტში 26 ათასი
ლარი გადაიხადა.
შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ხელშეკრულების
მიხედვით, ბოლო შესყიდვა განხორციელდა 2023 წლის 26 ივნისს. პირველი
შესყიდვა კი, - 2022 წლის აპრილში.
2023 წლის ივნისის
ხელშეკრულების მიხედვით, მერიამ 10 000 ლარად
ფოტოაპარატი შეიძინა თავისი ლინზით და მეხსირების ბარათით. ეს ზუსტად
იმ რაოდენობის თანხაა, რომელიც ზემო ბოშურის სკვერში დაიხარჯა და
რომელთან ახლოს მისვლაც დღეს შეუძლებელია.
ამის შესახებ ხელშეკრულება კომპანია ,,გეგაპიქსელთან'' ივნისში
გაფორმდა.
მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, კონკრეტულად ფოტოაპარატში
გადახდილია 4000 ლარი, ლინზაში 5700 ლარი, ხოლო მეხსიერების ბარათში
200 ლარი.
აღსანიშნავია, რომ მერიამ ზუსტად ერთი წლის წინ,
2022 წლის აპრილში, 16 000 ლარი
გადაიხადა ფოტოაპარატში და ლინზაში.
კერძოდ, 2022 წლის მიღება-ჩაბარების აქტში ვკიხულობთ, რომ "ელ შოპი"
წარმოდგენილი დირექტორის გივი სამადაშვილის სახით, ადასტურებს, რომ
მერიას მიაწოდა ფოტოაპარატის მარკა CANON მოდელი EOS 5D Mark IV თანხა
9000 (ცხრათასი ლარი) ერთი ცალი და ლინზის მარკა CANON მოდელი EF
24-70mm f/2.8L II USM თანხა 6888 (ექვსიათას რვაას ოთხმოცდარვა ლარი)
ერთი ცალის შესყიდვა, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 15 888.00
(თხუთმეტი ათას რვაას ოთხმოცდარვა ლარი და ნული თეთრი) ლარს''.