ახალი ამბები
,,დილა'' დღეს სლოვაკეთში ,,დუნაისკა სტრედას'' ხვდება
დღეს, ევროპის ,,კონფერენს ლიგაზე'' გორის ,,დილა'' ხვდება ,,დუნაისკა სტრედას".

შეხვედრა თბილისის დროით 21:30 სთ-ზე დაიწყება. გორის გუნდის გუშელამტკივრები ჩივიან, რომ გუნდის გასვლითი მატჩის შესახებ არანაირი ინფორმაცია ვრცელდება: ,,არც ფოტოგრაფი, არც ტრანსლაცია? ფოტოებს ვინ გადაიღებს, ფეხბურთელები?'' - წერენ გულშემატკივრები.

სამაგიეროდ, სლოვაკეთის გუნდის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ისინი აქტიურად ემზადებიან მატჩისთვის. ქვეყნდება ვარჯიშების, აკრედიტაციის და თვით ,,დილას'' შესახებაც ინფორმაცია:

,,ხუთშაბათს მივესალმებით ევროპის კონფერენს ლიგის 1-ლი წინასწარი ეტაპის გახსნით მატჩში საქართველოს უმაღლესი შეჯიბრის ბრინჯაოს მედალოსანსა და 2014/15 წლების სეზონის ჩემპიონს, საქართველოს სიდიდით მეხუთე ქალაქის გორის გუნდს - დილას '' - წერია ,,დილას'' მეტოქის ოფიციალურ საიტზე.

,,დილას'' შესახებ სლოვაკეთის გუნდის ჟურნალისტები წერს, რომ ,,დილას'' 2020 წლის დეკემბრიდან "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი, 46 წლის ანდრეი დემჩენკო ხელმძღვანელობს.



,,ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა მოწინააღმდეგის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წყაროდან მოაგროვა, მათ შორის პირადი კონტაქტიდან. დღესდღეობით ჩვენთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია რამდენიმე წყაროდან, მაგრამ გადავწყვიტეთ პირდაპირი წყაროების მოძიება და ძალიან ღირებული ცოდნა შევიძინეთ. ჩემი თანაშემწე, ლაკო კუბალიკი, პირდაპირ საქართველოში გაემგზავრა მოწინააღმდეგის საყურებლად. რთული ევროპული დაპირისპირება გველოდება საერთაშორისო გუნდთან ერთად იმ ქვეყნიდან, სადაც ფეხბურთი ვითარდება. ანალიზისა და მომზადებისთვის საკმარისი დრო გვქონდა, მაგრამ მოედანზე თამაში გადამწყვეტი იქნება. წინ სხვანაირი კონკურენცია გველის, ვიდრე შარშან, როცა უფრო ადვილი მეტოქე გვყავდა. ვიცით, რომ უსიამოვნო სტილის ჯგუფი გველოდება, მაგრამ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ წინსვლისთვის. ჩვენ ასევე გვინდა გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი, რომლებიც გასულ სეზონში ყოველ ჯერზე ქმნიდნენ ფანტასტიკურ ატმოსფეროს და ვისზეც ახლა გვაქვს იმედი", - განაცხადა ,,DAC - 1904-ის მთავარმა მწვრთნელმა დღევანდელ მატჩის წინ გამართულ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე.

,,დუნაისკა სტრედა'' სლოვაკეთის ერთ-ერთი რაიონია, სადაც ბოლო მონაცემებით 114 000 ადამიანი ცხოვრობს.

გუნდის ოფიციალური სახელია ,,DAC - 1904''. მასთან გამარჯვების შემთხვევაში ,,დილას'' მომდევნო მეტოქე უკრაინული ,,ვორსკლა" იქნება.

უეფას კონფერენს ლიგა არის ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება უეფა-ს მიერ ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით 2021 წლიდან. უეფა-ს კონფერენს ლიგა ევროპაში რანგით მესამე ტურნირია ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის შემდეგ. კლუბების კვალიფიკაცია უეფა-ს კონფერენს ლიგაზე დამოკიდებულია მათ შედეგებზე ეროვნული ლიგისა და ადგილობრივი თასების შეჯიბრებებში.

Print