ახალი ამბები
ავტოპარკინგი, ველობილიკი, მანქანების სავალი გზა - ერთ პატარა ქუჩაზე
,,ეს გახლავთ ქალაქი გორი, კირიონ მეორის ქუჩა, სტალინის პროსპექტიკად შემომავალი, ტაძრისკენ მიმავალი ქუჩა, მოკლე, ვიწრო ქუჩა, რომელიც დატვირთულია, აგერ ხედავთ ველობილიკით, პარკირებით და პლიუს მანქანები, რომლებიც მოძრაობენ აქტიურად ქუჩაზე.

არ ვიცი, რითია ნაფიქრი ეს საერთოდ, თავის ტვინით თუ ზურგის ტვინით, რითი მოქმედებს საერთოდ ჩვენი ქალაქის კეთილმოწყობა თუ არ ვიცი, ვის ეხება ეს ყველაფერი, ერთადერთი რასაც ვითხოვ და თქვენი დახმარებით მივაღწიო, ის არის, რომ დგომა-გაჩერების ამკრძალავი ნიშანი დადგეს ქუჩაზე, სადაც ჩერდება ეს მანქანები დაპარკირებაა გაჩაღებული გემრიელად, ვერ გამიღია ფანჯარა, ვერ დამიძინია ჩემ საძინებელში, საძინებლების ფანჯრები განთავსებულია ქუჩის მხარეს და მოსვენებაა დაკარგული უკვე ორი თვეა.

ვიღაცამ უაზროდ წამოროშა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრმა, რომ მანქანები უნდა გადააყენოთ მარჯვენა მხარეს, იმიტომ, რომ მარცხენა მხარეს არის ველობილიკი და ის უნდა იყოს თავისუფალი, და დავისაჯეთ მარჯვენა მხარეს მცხოვრებნი, ვისაც კი მოეხასიათება, ვინც კი სადღაც ვერ ეტევა, ვისაც ბანკშია აქვს საქმე, აფთიაქში შედის თუ გზავნილებზე არიან მისული, ყველა ჩერდება ჩემი ფანჯრების წინ, რაც ნამდვილად უსიამოვნოა და მიუღებელი, ეს არის დაუშვებელი.''

გორი, კირიონ მეორის ქუჩაზე მცხოვრები.
Print