ახალი ამბები
გორში ყოფილი კულტურის სახლის შენობაში ხანძარი გაჩნდა
გორის ყოფილ კულტურის სახლში ხანძარი გაჩნდა.

სამეფო ქუჩის მცხოვრებლებმა სახანძრო სამსახურის თანამშრომლები დაახლოებით 22 საათზე გამოიძახეს.

სამაშველო ჯგუფის წევრებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
Print