ახალი ამბები
ევროპის ,,კონფერენს ლიგაზე'' გორის დილა სლოვაკეთში ,,დუნაისკა სტრედას'' შეხვდა
13 ივლისს ევროპის ,,კონფერენს ლიგაზე'' გორის დილა სლოვაკეთში ,,დუნაისკა სტრედას'' შეხვდა.

ანგარიში მასპინძლების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მომდევნო მატჩი ერთი კვირის შემდეგ, გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

დილას მთავარი მწვრთნელის ანდრეი დემჩენკომ ადგილობრივ ჟურნალისტებთან პრესკონფენეცია გამართა:

,,ხარისხიან მეტოქეს ვეთამაშეთ, იყო მატჩი, რომლის მსგავსი, ჩვეულებრივ, საქართველოში ნაკლებად გვაქვს, ორი შეცდომა დავუშვით და მასპინძლებმა კონტრშეტევების შედეგად გაიტანეს. ვცდილობდით, ჩვენი ძალა ფლანგებზე გამოგვეყენებინა. საპასუხო მატჩში ყველაფერს გავაკეთებთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად". - თქვა ანდრეიმ მატჩის შემდეგ.

უეფას კონფერენს ლიგა არის ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება უეფა-ს მიერ ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით 2021 წლიდან. უეფა-ს კონფერენს ლიგა ევროპაში რანგით მესამე ტურნირია ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის შემდეგ. კლუბების კვალიფიკაცია უეფა-ს კონფერენს ლიგაზე დამოკიდებულია მათ შედეგებზე ეროვნული ლიგისა და ადგილობრივი თასების შეჯიბრებებში.

 

Print