2023 წლის 5 ივლისიდან ,,ქუთაისი-თბილისის'' ელექტრომატარებლის
აღდგენის მოთხოვნით, ხელმოწერები გროვდება.
პეტიციის ავტორია სტუდენტი სანდრო კვინიკაძე. ის წარმოშობით
ხარაგაულის რაიონიდანაა და აღნიშნავს, რომ ელექტრომატარებელი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის სასიცხოცხლოდ
მნიშვნელოვანია.
უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისი-თბილისის ელექტრომატარებელს ბევრი
მომხმარებელი ჰყავს შიდა ქართლშიც.
დღევანდელი მონაცემებით, ხელს 835 ადამიანი აწერს. სულ 1 000
ხელმოწერა უნდა შეგროვდეს. დარჩენილია 165 ხელმოწერა.
გარდა ქუთაისი-თბილისის ელექტრომატარებლის აღდგენისა, პეტიციის ავტორი
ითხოვს ხაშური-ზესტაფონის შუადღის რეისების დამატებას.
პეტიციაში
ვკითხულობთ:
,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ
საქართველოს გამყოფი რაიონია, რთული გეოგრაფიული პირობებით
გამოირჩევა.
რაიონზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის
საავტომობილო და თბილისი-ბათუმის სარკინიგზო გზა, რომელიც კავკასიის
საერთაშორისო სარკინიგზო ქსელის ნაწილია.
ხარაგაულის რაიონი 2 საუკუნეა მნიშვნელოვნად ემსახურება საქართველოს,
როგორც ეკონომიკური, ისე საყოფაცხოვრებო მიზნების უზრუნველსაყოფად და
ატარებს მნიშვნელოვან ტრანსპორტს.
დღეს კი, ჩვენი ბუნების ფაქტობრივი განადგურების ხარჯზე, საქართველოს
რკინიგზა აწარმოებს ფართო გზის მშენებლობას ხარაგაულის
მუნიციპალიტეტში. ეს ცვლის რაიონის ბუნებრივ იერსახეს.
ბუნებრივია, მით უმეტეს, ამ პირობების გათვალისწინებით, ადგილობრივებს
აქვთ პრეტენზია, კომფორტულად სარგებლობდნენ რკინიგზით და არ
ექმნებოდეთ კომუნიკაციის პრობლემა.
ვაჟღერებ ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობის დიდი ნაწილის წუხილს და
მოვითხოვ, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით მოხდეს რკინიგზასთან
მოლაპარაკება თბილისი-ქუთაისის ელექტრომატარებლის აღდგენასთან
დაკავშირებით და ასევე ხაშური-ზეატაფონის ელექტრომატარებლის შუადღის
რეისების დამატების თაობაზე. '' - აღნიშნულია სანდრო კვინიკაძის
განცხადებაში.
ხელმოწერის მსურველებს შეუძლიათ გადავიდნენ ლინკზე:
აღდგეს ხაშური-ზესტაფონის მატარებლის შუადღის
რეისები და თბილისი-ქუთაისის ელექტრომატარებლის
მოძრაობა
ფოტო: მარი ნიკურაძის
ბლოგიდან