ახალი ამბები
გორის ცენტრი მტვერშია გახვეულია
ქალაქ გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, უკვე თვეებია მოსახლეობას მტვერში ყოფნა უწევს.

მშენებლები ქვებს ამუშავებენ, რის გამოც მტვრის ნაწილაკები ქუჩებში ვრცელდება.

მოქალაქეები მერიის მუნიციპალურ ინსპექციას ურჩევენ, რომ სათანადო რეაგირება მოახდინონ. ოქონის ეკლესიის მშენებლებს მხოლოდ მცირე ზომის ბადე აქვთ გავლებული, რომელიც უკვე დაზიანებულია.

გორის მერიიდან გვაცნობეს, რომ მშენებლები გააფრთხილეს და მუშაობის წესებიც გააცნეს.

სხვადასხვა სამედიცინო წყაროებით ცნობილია, რომ ფილტვებში მოხვედრილი მტვრის ნაწილაკები ყოვნდება ადგილზე, რაც იწვევს სასუნთქი გზების ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ფილტვის სიმსივნე, ტუბერკულიოზი და ა.შ.

Print