გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში იძულებით გადაადგილებული
პირებისათვის სახლები შენდება.
ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო
წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სახლები
გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით შენდება.
განცხადებების მიღება უკვე დაიწყო და 10 აგვისტოს ჩათვლით, ქვეყნის
მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში მიიღება.
როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის
სააგენტო იტყობინება, განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სააგენტოს
ტერიტორიულ სამსახურში, რომელიც მდებარეობს გორში, სამების ქ.N1;
,