ახალი ამბები
ბავშვს, რომელიც მესამე სართულიდან გადმოვარდა, ჰოსპიტლიდან თბილისში გადაიყვანენ
5 წლამდე ასაკის ბავშვს, რომელიც დღეს დილით, გორში კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა, თბილისში გადაიყვანენ.

ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გვაცნობეს.

ადმინისტრაციის ცნობით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, რადგან მიღებული აქვს ქალა-ტვინის ტრავმა.

,,იგეგმება მცირეწლოვანი პაციენტის რეფერირება თბილისში ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.'' - აღნიშნავენ კლინიკაში.

დღეს დილით, გორში, კორპუსის მესამე სართულიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვი გადმოვარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე მშობელმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

Print