ახალი ამბები
,,დავკრძალავთ'' - ატენის სიონის ეზოდან ძვლებით სავსე ტომრები გაიტანეს
ატენის სიონის ეზოში ტომრებში ჩაყრილი ადამიანთა ძვლები ადგილიდან მას შემდეგ გადაიტანეს, რაც სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს რომ ეკლესიის ეზოში, ერთ-ერთ ფარდულში ადამიანების ძვლები ტომრებში ყრია.

ტაძრის წინამძღვარი ამბობს, რომ ძვლები ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისას აღმოაჩინეს, მისი თქმით, არანაირი ნიშანი იმისა, რომ ადგილზე საფლავი იყო, არ ყოფილა.

დეკანოზი კოზმა ამბობს რომ ძვლებს შესაბამისი წესის მიხედვით დაკრძალავენ.
Print