2023 წლის 13 ივლისს გორის მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან დასკვნა მიიღო.
ამ დასკვნით, საბავშვო ბაღებიდან აღებულ არაჟნის ნიმუშში კოლიფორმული
ბაქტერიები აღმოჩნდა. 17 ივლისს, გორის მერიის სკოლამდელი აღზრდის
სააგენტომ კომპანია ,,ამალთეა გრუპთან'' ხელშეკრულება გაწყვიტა.
ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 414 000 ლარს. ბიუჯეტიდან უკვე
გადახდილია 51%, ანუ 212 119 ლარი.
კომპანია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ით 20 770 ლარით
დააჯარიმეს.
ამავე ხელშეკრულებით ცნობილი ხდება, რომ ამალთეა გრუპი გორის საბავშვო
ბაღებს ამარაგებს წლის დასაწყისიდან და ხელშეკრულების ვადა იწურებოდა
2023 წლის 6 სექტემბერს.
რა ღონისძიებები გაატარა
მერიამ მანამდე?
2023 წლის 7 ივნისს ხაჭოს ნიმუშები აიღეს. გორის
მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წერილში ვკითხულობთ, რომ
,,შემოწმების შემდეგ პროდუქტში აღმოჩნდა მეტალის ნივთი და ობი. გარდა
ამისა, დარღვეული იყო ეტიკეტირების მოთხოვნები.
პროდუქტები შეამოწმეს მარტსა და აპრილშიც.
2023 წლის მარტს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებიდან
ამოღებული რძის პროდუქტები გააგზავნეს გ. ნათაძის სახელობის
სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლეთი
ინსტიტუტში, სადაც საგამოცდო ლაბორატორიაში ჩაუტარდა ქიმიურ-ფიზიკური
და მიკრობოლოგიური ანალიზი.
2023 წლის 31 მარტს კვლევის შედეგებით, ყველის ცხიმიანობა, ნაცვლად 40
პროცენტისა, აღმოჩნდა 8.03 პროცენტი. მაწონის ცხიმიანობა
ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო 3.2 პროცენტი, აღმოჩნდა 2.26
პროცენტი.
არაჟნის შემთხვევაში ნაცვლად 12-20%-ისა, აღმოჩნდა 10.07%. ხაჭოს
ცხიმიანობა ნაცვლად 9%-ისა, აღმოჩნდა 5.92%
დაახლოებით 1 თვით ადრე, სააგენტომ რძის ნაწარმი კვლავ ჩაიტანა
ლაბორატორიაში ,,ამალთეა გრუპის'' წარმომადგენლებთან ერთად.
ხაჭოს ცხიმიანობის მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო არანაკლებ 9% და
აღმოჩნდა 5 პროცენტი. ასევე ხაჭოს 0.001 გ-ში აღმოჩნდა კოლოფორმები.
არჟნის შემთხვევაში ცხიმიანობა ნაცვლად 12-20%-ს, ხოლო აღმოჩნდა 10%.
ასევე 1 გ-ში აღმოჩნდა ,,საურეუს''ის ტიპის ბაქტერია.
ყველის შემთხვევაში ცხიმიანობა ნაცვლად 40%-ისა აღმოჩნდა 17.53% და
ა.შ.მარტსა და მაისში მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო კომპანიას
აფრთხილებდა, რომ გამოესწორებინათ მდგომარეობა. თუმცა, 13 ივლისს
უარესი დასკვნა მიიღეს.