იგოეთი-კასპის გზაზე, დასიგნალების გამო, ჯგუფური ჩხუბი მოხდა. ფაქტზე
კასპის პოლიციაში გამოძიება მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მანქანის მძღოლმა მეორეს
დაუსიგნალა.
ამას მოყვა ჯერ გაკიდება, შემდეგ ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად
დაუპირისპირდნენ.
როგორც პროკურორი ოთარ დოხნაძე ამბობს, კონკრეტული პირის ბრალეულობა
ამ ეტაპზე არ იკვეთება. პროკურატურაში დაკითხვაზე რამდენიმე ადამიანი
დაიბარეს.
ადვოკატმა სპარტაკ ვარძელაშვილმა გვითხრა, რომ სავარაუდოდ გამოძიება
ივლისის ბოლოს დასრულდება, შესაბამისად, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ
გააკეთებს.