ახალი ამბები
გორში ლურჯ ავტობუსებზე მოძრაობის სამეთვალყურეო მოწყობილობა დამონტაჟდება
გორში, ლურჯ ავტობუსებზე  მოძრაობის სამეთვალყურეო მოწყობილობა დამონტაჟდება.

მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო GPS მოწყობილობებს 34 ავტობუსისთვის ყიდულობს.

როგორც სააგენტოს მთავარი დისპეჩერი ივანე მაკრახიძე ამბობს, აქამდე ამ მოწყობილობით ავტობუსების მოძრაობა არ კონტროლდებოდა:

,,მე მხოლოდ ვაკონტროლებ ელექტონული ფორმით. რაკი ყიდულობს სააგენტო ამ მოწყობილობას, ესე იგი, აქამდე არ ყოფილა'' - აცხადებს ივანე მაკრახიძე, მთავარი დისპეჩერი.

GPS ტრეკერი არის მოწყობილობა, რომელიც იყენებს გლობალური პოზიციონირების სისტემას (GPS) ადამიანის ან ობიექტის მდებარეობის დასადგენად და თვალყურის დევნებისთვის.

მოწყობილობების შესაძენად 8500 ლარი გამოიყო.
Print