ახალი ამბები
,,დილას'' მეტოქე კონფერენს ლიგის მეორე რაუნდში უკრაინული გუნდი - პოლტავის ,,ვორსკლა'' იქნება
გორის დილას მეტოქე კონფერენს ლიგის მეორე რაუნდში უკრაინული გუნდი, პოლტავის ,,ვორსკლა'' იქნება.

პოლტაველები უკრაინელი სპეციალისტის ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილ კლუბს 27 ივლისს პოლონეთის ქალაქ ტიჩიში შეხვდებიან.

შეგახსენებთ გუშინ საღამოს ,,უეფას კონფერენს ლიგაზე'' გორში ,,დილამ'' 2:0 დაამარცხა სლოვაკეთის ,,დუნაისკა სტრედა'' და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავიდა.

გოლები გეილმა და სანტოსმა გაიტანეს.

ერთი კვირის წინ, ,,დილამ'' სლოვაკეთში თამაში 1:2 დათმო. ორივე თამაშში გატანილის გოლების მიხედვით, გამარჯვებულად ,,დილა'' გამოცხადდა.

რაც შეეხება მომდევნო მეტოქეს, პოლტავის ,,ვორსკლა'' 1955 წლიდან არსებობს. თავდაპირველად გუნდს – კოლხოზნიკი ერქვა. პოლტაველების სტადიონი 24 800 მაყურებელს იტევს.

პოლტავის ვორსკლა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების გათამაშებაში ძირითადად მეორე ლიგაში ასპარეზობდა. 1956 წელს მოგებული აქვს უკრაინის თასი.

უკრაინის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას ვორსკლა 1996/97 წლების სეზონში შეუერთდა და იმ გათამაშების ბრინჯაოს მედლებსაც დაეუფლა. 2009 წელს კი პოლტავის გუნდმა უკრაინის თასიც მოიგო.

ევროპულ ასპარეზზე უკრაინული გუნდის საუკეთესო მაჩვენებელი 2011/12 წლების სეზონით თარიღდება, როდესაც ვორსკლამ უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

ფოტოზე: ,,დილას'' შეხვედრა ,,დუნაისკა სტრედასთან'' გორში
Print