ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც ჩეხეთში ,,უკვდავი მემკვიდრეების''
წევრები არიან, გორში იმყოფებიან.
ისინი ქალაქში სამბორბლიანი მანქანით, Velorex-ით შემოვიდნენ. Velorex
არის სამბორბლიანი მანქანა, რომელიც იავას ძრავაზეა აწყობილი.
იწარმოებოდა 1950-71 წწ-ში ჩეხოსლოვაკიაში.
როგორც ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მარტინმა გვითხრა, მათ ამ ტრანსპორტით
გამოიარეს სლოვაკეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი.
,,აქედან მივდივართ სომხეთში და შემდეგ ვბრუნდებით ისევ ჩეხეთში'' -
ამბობს მარტინი.
ეს ჯგუფი ჩეხეთის რესპუბლიკაში რამდენიმე წელია არსებობს. ჯგუფის
ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ ,,უკვდავი მემკვიდრეობის'' წევრებს
აერთიანებთ ბენზინის, დამწვარი ზეთის სურნელი და აღმოჩენების
სურვილი.
VIDEO