ახალი ამბები
,,დილა'' პოლონეთში ,,ვორსკლასთან'' შესახვედრად გაემართა - არბიტრების ვინაობა ცნობილია
გორის ,,დილას'' ფეხბურთელები პოლონეთში ,,უეფას კონფერენს ლიგის'' მეორე საკვალიფიკაციო მატჩის შესახვედრად დღეს გაემგზავრნენ.

ისინი 27 ივლისს პოლონეთის ქალაქ ტიხის სტადიონზე პოლტავას ,,ვორსკლას'' შეხვდებიან. საპასუხო მატჩი გორში 3 აგვისტოს გაიმართება.

უკრაინული გუნდი საკუთარ სტადიონზე, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ვერ თამაშობს.

,,დილა'' - ,,ვოსრკლას'' თამაშს ბულგარეთის მსაჯთა გუნდი ნიკოლა პოპოვის ხელმძღვანელობით განსჯის. პოპოვს გეორგი თოდოროვი და მარტინ ვენევი დაეხმარებიან.

ამ თამაშში გამარჯვებული გადავა მესამე საკვალიფიკაციო შეხვედრაზე.

პირველ საკვალიფიკაციო მატჩში ,,დილამ'' სლოვაკური გუნდი ,,დუნაისკა სტრედა'' ორი შეხვედრის ანგარიშის მიხედვით დაამარცხა.

 

Print