გორში განახლებულ კოპურსს სახურავი აქვს გამოსაცვლელი. ამის შესახებ
მერიის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის სამსახურმა შესაბამისი
დოკუმენტაცია უკვე მოამზადა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სტალინის გამზირზე მდებარე #5 კორპუსში
დაზიანებულია თუნუქი, რომელიც დემონტაჟს ექვემდებარება. დაზიანებულია
ხის მასალაც, რომლითაც თუნუქია დამაგრებული.
ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გამოცვლას საჭიროებს უშუალოდ
კორპუსის მეორე სადარბაზოს თავზე მდებარე მასალა.
სახურავის გამოსაცვლელად მერიამ 12 500 ლარი გამოყო.
ეს ის კორპუსია, რომლის რეაბილიტაცია მერიის ცნობით, საქართველოს
პრემიერ - მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სახელმწიფო
პროგრამის "განახლებული რეგიონების" ფარგლებში განხორციელდა.
,,ხორციელდება კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია, შენობების
ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების მიზნით, იცვლება შენობების
კარ-ფანჯრები და ხორციელდება დათბუნება'' - აღნიშნულია მერიის
პრეს-რელიზში.