გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 5 სოფელი შეარჩია, სადაც სავარაუდოდ
წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში გზები მოასფალტდება.
ამის შესახებ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში საპროექტო სამუშაოები
დაიწყო. პროექტები მზად 1 ოქტომბრამდე იქნება, შემდეგ კი ტენდერები
გამოცხადდება.
გზების მოასფალტება დაგეგმილია შემდეგ ტერიტორიაზე:
1. ხიდისთავი შიდა საუბნო გზა 1 000 000 ლარი. (1500 გრძ.მ)
2. მუმლაანთკარის მისასვლელი გზა - 400 000 ლარი. (800 გრძ.მ)
3. მარანა - ტყვიავის გზა - 1 500 000 ლარი. (2300 გრძ.მ)
4. საქაშეთის დევნილთა დასახლება შიდა გზები - 1000 000 ლარი. ( 1500
გრძ.მ)
5. ბერბუკის შიდა საუბნო გზები - 600 000 ლარი (900გრძ.მ)