შოვის ტრაგედიის გამო გორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა
გამოსაშვები საღამო გაუქმდა.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, დღევანდელ სიტუაციაში
ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.
რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა და საცხოვრებელი კოტეჯები
მოიყოლა. ბოლო მონაცემებით [4 აგვისტო, 12:00] ცნობილია, რომ სტიქიის
შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 35 ადამიანთან კი დაკავშირება ვერ
ხერხდება.
შსს-ს თქმით, "სტიქიის ზონაში, მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში
მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე –
მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის
თანამშრომლები არიან ჩართულები".
მთავარი ფოტო:
ბათუმელები/ნეტგაზეთი
