გორის ,,დილას'' მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო ბათუმის ,,დინამოში''
მიიწვიეს.
სპორტული გამოცემა Geo Team-ის ცნობით, ბათუმის ,,დინამოს''
პრეზიდენტსა და დემჩენკოს შორის მოლაპარაკებები წარმატებით
მიმდინარეობს:
"99.9% შეთანხმებას მივაღწიეთ ანდრეი დემჩენკოსთან. მალე ყველაფერი
გაოფიციალურდება. ამ მომენტში ერთადერთ მწვრთნელს ველაპარაკებით და ეს
ანდრეი დემჩენკოა" - განუცხადა სპორტულ გამოცემას ,,დინამოს''
პრეზიდენტმა აჩი ბერიძემ.
Geo Team- ი ასევე ესაუბრა გორის ,,დილას'' აღმასრულებელ დირექტორს
გიორგი ჯოხაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ დემჩენკოსთან დაკავშირებული
მოლაპარაკებები მათთვის ცნობილი არ იყო.
21 აგვისტოს უკრაინელი მწვრთნელი ანდრეი დემჩებკო ეროვნული ლიგა-ს
მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.