30 აგვისტოს მსოფლიო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის საერთაშორისო
დღეს აღნიშნავს.
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008
წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 2300-ზე მეტი ადამიანი
უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მათი ოჯახები ახლობელი ადამიანის
უცნობი ბედ-იღბლის გამო გაურკვეველ ვითარებაში მრავალი წლის მანძილზე
იმყოფებიან.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) მონაცემებით, მსოფლიოს
მასშტაბით, შეიარაღებულ კონფლიქტებსა და ძალადობის სიტუაციებში
უგზო-უკვლოდ დაკარგულად 195 000-ზე მეტი ადამიანი მიიჩნევა.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის მიზანია მათი ხსოვნის
უკვდავყოფა, მათი ოჯახების ტკივილის გაზიარება და გაუჩინარების
პრობლემაზე ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის საერთაშორისო დღე საქართველოში
ყოველწლიურად 2003 წლიდან აღინიშნება.