გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში ,,ცხინვალის უბანში'' შიდასაუბნო
გზა მოასფალტდება.
ამის შესახებ მერიამ გადაწყვეტილება 2023 წლის 23 აგვისტოს მიიღო.
დაახლოებით 800 მ სიგრძნის გზაზე 520 000 ლარი დაიხარჯება.
სოფელი გორისა და კასპის მაჟორიტარი კანდიდატის გიორგი სოსიაშვილის
სოფელია.
გამოქვეყნებული მასალებით დგინდება, რომ გზის პროექტი 2023 წელს
შეადგინეს და სამუშაობის დაწყებაც მალევე გადაწყდა.
იმავე დღეს მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ანალოგიურად, შიდა
საუბნო გზა მოასფალტდეს მეზობელ სოფელ ბროწლეთში.
განსხვავება ისაა, რომ ბროწლეთის გზის პროექტი 2021 წელსაა შედგენილი
და ადგილობრივები ორი წელია ელოდებოდნენ სამუშაოების სამუშაოების
დაწყებას.