ახალი ამბები
გორში პოლიციის შენობის წინ მდგარ პატრულის მანქანას დაეჯახნენ
გორში პატრულის მანქანას დაეჯახნენ.

შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა.

საპატრულო პოლიციის მანქანა გორის შს სამმართველოს შენობის წინ იყო გაჩერებული. შემთხვევის შედეგად დაზიანდა პატრულის მანქანის როგორც უკანა მხარე, ასევე დაზიანებულია წინა მხარეც.

რაც შეეხება სხვა მანქანას, შსს-ში გვითხრეს, რომ სხვა მანქანას მართავდა მოქალაქე და არ წარმოადგენს შსს-ს თანამშრომელს.

შეჯახებისას სავარაუდოდ შენობის წინ მდგარი ორი მანქანა დაზიანდა.

ზოლი, სადაც შეჯახება მოხდა, ავტომანქანების სავალ ნაწილს წარმოადგენს.

Print