ახალი ამბები
სოფელ ზემო ხვედურეთში ,,გვირილას'' მაღაზია გაქურდეს - ქარელი
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვედურეთში ,,გვირილას'' მაღაზია გაქურდეს.

შემთხვევა წუხელ მოხდა. მაღაზია გორი-ქარელის დამაკავშირებელ, სარაიონოთაშორისო გზაზე მდებარეობს.

როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მხილებულნი არიან არასრულწლოვნები.

პოლიციელებს მაღაზიის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ ქსელიდან წაღებულია სასმელები.

რამდენიმე თვეა, შიდა ქართლის სოფლებში ,,გვირილამ'' ათეულობით მაღაზია გახსნა.
Print