ავარიული სიტუაციების გამო ქარელის მუნიციპალიტეტის 10-მდე სოფელს
ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ენერგო პრო ჯორჯია ავრცელებს.
კომპანიის წარმომადგენლის ცნობით, დენი გათიშულია შემდეგ სოფლებში:
წვერი, ბრეთი, ბებნისი, საღოლაშენი, ძლევიჯვარსა და მიმდებრე
ტერიტორიაზე.
ამ ეტაპზე უცნობია დენის მიწოდების ზუსტი თარიღი.