გორის მერიამ გამოაცხადა ტენდერი მდინარე მტკვარში ბულვარის
მშენებლობისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია შესყიდვების ვებ-გვერდზე 7
სექტემბერს გამოქვეყნდა.
წინადადებების მიღება 15 სექტემბერს დასრულდება. ტენდერის წარმატებით
დასრულების შემდეგ, გამარჯვებული კომპანია ბულვარს მერიას 150 დღეეში
ჩააბარებს, ანუ 5 თვეში.
სამუშაოებისთვის 1,2 მლნ ლარია გათვალისწინებული.
ბულვარი გაკეთდება გორის ძველი ხიდიდან სასტუმროთა კომპლექსს ,,გორი
ინნ'-ის შესასვლელამდე, რომლის შემდეგ იწყება ,,ახალბაღის პარკი'',
რომელიც ასევე რეაბილიტაციის პროცესშია.
ბულვარის მშენებლობამდე მერიამ მდინარე მტკვრის კალაპოტში ჯებირი
მოაწყო, რომელიც 157 მ სიგრძისაა და რომლისთვისაც 1,6 მლნ ლარი
დაიხარჯა.
ასევე გარემონტდა ძველი ხიდი. ძველი ხიდის რეაბილიტაცია ევროკავშირის
გრანტით განხორციელდა.