გვიან ღამით, დაახლოებით პირველ საათზე, გორში ავარია მოხდა.
კომბინატის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი
დაშავდა.
ფოტო სოციალურ ქსელში მოქალაქემ გაავრცელა. ფოტოს მიხედვით, შემთხვევა
კომბინატის დასახლებაში მოხდა.
როგორც შსს-ში გვითხრეს, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით
მიმდინარეობს, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც
ადამიანის სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
პოლიციელების განცხადებით, მანქანა ბოძს შეეჯახა.