ერგნეთში, აგვისტოს ომის მუზეუმს დანიის ელჩი ანნე ტოფტ სორენსენი,
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი კაორი იშიკავასთან და
კონსულტანტ სარასთან ერთად ესტუმრა.
როგორც მუზეუმის დამაარსებელი ლია ჩლაჩიძე აღნიშნავს, საუბარი ბევრ
საჭირო საკითხს შეეხო:
,,განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ ომის შედეგად
დაზარალებულებული ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და საერთოდ, ქალთა
საკითხები მეტად აქტუალური და სენსიტიური თემაა დანიის
სახელმწიფოსათვის.'' - აღნიშნავს ლია ჩლაჩიძე.
დანიის ელჩისთვის ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა იმის მოსმენა, რომ
ერგნეთში დამწვარი და განადგურებული საცხოვრებელი სახლების
რეაბილიტაცია დანიის ლტოლვილთა საბჭოს ფინანსური დახმარებით
მოხერხდა:
,,რვა წლის შემდეგ მომეცა საშუალება გულწრფელად გადამეხადა მადლობა.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს თამარ ლობჟანიძეს, რომლის როლი და
თავდადებაც მუდმივად თვალსაჩინოა ჩვენი ქალების წარმოსაჩენად.'' -
წერს ლია ჩლაჩიძე ფეისბუქის გვერდზე.