ქალაქ გორის კიდევ ერთ სკოლაში ქირავდება საკლასო ოთახი.
აუქციონზე ოთახი გაიტანა გორის მეათე საჯარო სკოლამ, რომელიც
კომბინატის დასახლებაში მდებარეობს.
სკოლის ადმინისტრაცის ცნობით, საკლასო ოთახი, თავისი სკამებით, დაფით
და მერხებით იჯარით გაიცემა 15.06.2024 წ. მდე პერიოდზე და ის
გათვალისწინებული უნდა იყოს სასწავლო პროცესისთვის.
აუქციონზე ერთი თვის საწყისი თანხა 30 ლარი იქნება, აუქციონი 4 დღეში
დასრულდება.
გუშინ ვწერდით, რომ ქირავდება საკლასო ოთახი გორის მესამე საჯარო
სკოლაშიც, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა გორის საგანამნამათლებლო
რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი, რომელმაც აღნიშნა,
რომ ოთახი უფუნქციოა, თუმცა საპირისპიროს მეტყველებს სკოლის მიერ
გამოქვეყნებული ფოტოები.
,,უფუნქციოა ოთახი, რადგან არასტანდარტულია, მცირე ფართია საკლასო
ოთახისთვის და სკოლა იყენებს სხვა საჭიროებისთვის უკვე რამდენიმე
წელია.'' - აღნიშნა ნანა ტერმაკოზაშვილმა. სკოლის მიერ გამოქვეყნებულ
ფოტოებში ჩანს, რომ ოთახში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, მაგიდებზე
ბავშვების ჩანთები აწყვია და სასწავლო პროცესისთვის პირობებს
აკმაყოფილებს.
თუ საწავლო პროცესისთვის გამოუსადეგარია კლასები, მაშინ რატომ
ქირავდება ოთახები კერძო სასწავლო პროცესისთვის?
,,რესურსცენტრის უფროსის კომენტარი ოთახის არასტანდარტულობის შესახებ
ეხებოდა მხოლოდ მე-3 სკოლის მიერ აუქციონზე გატანილ ერთ კონკრეტულ
ოთახს და არა ოთახებს. ოფიციალურ ინფორმაციად მიიღეთ: მე-10 საჯარო
სკოლაში გასულ წელს ირიცხებოდა 716 მოსწავლე, დღევანდელი მონცემია
784. მე-3 საჯარო სკოლის გასული წლის მოსწავლეთა რაოდენობაა 1228,
მიმდინარე რაოდენობაა 1179. მონაცემები მუდმივად იცვლება მობილობის
გამო.'' - აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.
აუქციონის პირობების მიხედვით, დამქირავებელმა მეათე სკოლაში ოთახი
უნდა გამოიყენოს სასწავლო პროცესებისთვის.