დღეს გორში 179-ე თეატრალური სეზონი იხსნება. 19 საათზე ნაჩვენები
იქნება ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის სპექტაკლი: "ქეიფი სოლოლაკში".
სეზონის გახსნიდან სექტემბრის ბოლომდე დაგეგმილია რუსთაველის და
თუმანიშვილის თეატრის გასტროლები; ასევე ერისთავის თეატრის
ორგანიზებით გაიმართება საგუნდო მუსიკის ფესტივალი, რომელიც 27
სექტემბერს დაიწყება და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.
რაც შეეხება სპექტაკლს ,,ქეიფი სოლოლაკში'', ის დადგმული ნოდარ
მაჭარაშვილის მოთხრობის მიხედვით.
მოვლენები ასახავს საქართველოს ოკუპაციის შემდგომ პერიოდს, კერძოდ,
ბოლშევიკების მიერ 1923 წელს კოტე აფხაზის და მისი თანამებრძოლების
დახვრეტის ამბავს.
1923 წლის თებერვალში ჩეკისტებმა დააპატიმრეს გენერალი კონსტანტინე
აფხაზი და მისი თანამებრძოლები - სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი,
ეგრეთწოდებული "შეთქმულები". ისინი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი
ვაკის პარკის ტერიტორიაზე. პიესაში აღწერილია "შეთქმულთა" ბოლო
დღე.
სამხედრო ცენტრის განეიტრალება ე.წ. "ჩეკამ" გამცემლობის შედეგად
შეძლო.
კოტე აფხაზი იყო საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, 1921-1923
წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი,
საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი და სამხედრო ცენტრის
ხელმძღვანელი.