ახალი ამბები
გორში გამართულ დოღში გამარჯვებულები 4 დისტანციაზე გამოვლინდნენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფე ახალდაბის მთაზე საცხენოსნო დოღი მეოთხედ გაიმართა.

დოღში მონაწილეობა მიიღეს ცხენოსნებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ისინი ერთმანეთს ოთხ დისტანციაზე ეჯიბრებოდნენ.

გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებით, თასებით, სიგელებითა და ფულადი პრიზებით.

პირველი ადგილების მფლობელები გახდნენ:

მამუკა კალანდაძე (1 200 მეტრი)
დავით გაგნიძე (1 800 მეტრი)
ნიკა ვეშაპიძე (2 400 მეტრი)
ავთო ქებაძე (3 600 მეტრი)

საცხენოსნო დოღი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სპორტულ გამაჯანსაღებელი და სარეაბილიტაციო საცხენოსნო კლუბ “ კენტავრის” თანადაფინანსებით.
Print