ახალი ამბები
ზემო ხანდაკში პატივი მიაგეს აფხაზეთში დაღუპულ ტარიელ შარიფაშვილის ხსოვნას
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაღუპვის 30 წლისთავი აღინიშნა.

პოლკოვნიკი 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცვისას აფხაზეთში გმირულად დაიღუპა.

შარიფაშვილის სახელი ეწოდა ზემო ხანდაკის საჯარო სკოლას, რომლის ეზოშიც დგას მისი ბიუსტი. მისი სახელობის სკვერი და ბიუსტი არის ასევე ქ. კასპში. გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. 

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ტარიელ შარიფაშვილის ქალიშვილი, თამარ შარიფაშვილი, შვილიშვილი და ახლობლები.
Print