ახალი ამბები
ნადარბაზევის ტბიდან გამომავალ კიდევ ერთ არხს ჩაუტარდება რეაბილიტაცია
ნადარბაზევის ტბიდან გამომავალი კიდევ ერთი არხი გაიწმინდება.

საქართველოს მელიორაციის სამსახურის ცნობით, არხის გაწმენდითი სამუშაოები შემოდგომით დაიწყება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაახლოებით 1.5 კმ სიგრძის არხს, რაზეც 400 ათასი ლარზე მეტი დაიხარჯება.

სარეაბილიტაციო არხი სათავეს სოფელ ნადარბაზევის ტერიტორიიდან იღებს (ხურვალეთის გადასახვევი) და გრძელდება სოფლების: ყარაფილა-კოდისწყაროს მიმართულებით.

როგორც მელიორაციის სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტით ხდება ცნობილი, ნადარბაზევის წყალსაცავიდან სარწყავი არხები 6 მიმართულებით ნაწილდება, გორისა და კასპის სხვადასხვა სოფლების მიმართულებით. აღნიშნული არხი კი მე-6 გამანაწილებელი სისტემაა.

მე-6 გამანაწილებელი არხი დაახლოებით 4.5 კმ სიგრძისაა. მელიორაციის სამსახურის ცნობით, 4.5 კმ-ან სარეაბილიტაციოდ დარჩენილი იყო მხოლოდ 1.5 კგ სიგრძის არხი.

ცნობისათვის, ნადარბაზევის ტბა (წყალსაცავი) მარაგდება ტირიფონის არხიდან, რომელიც სათავეს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან იღებს. ერთი თვის წინ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ტირიფონის არხის სრულად გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ნადარბაზევის ტბას დამატებითი წყლის მარაგის შევსების საშუალება მისცა.

 

Print