27 სექტემბერს ქალაქ გორში სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება.
ამის შესახებ ინფორმაცია წყალმომარაგების კომპანიამ მომხმარებლებს
,,სმს''-ების სახით გაუგზავნა.
ინფორმაციის თანახმად, წყლის მიწოდება შეწყდება დილის 10 საათზე და
აღდგება 18 საათზე.
მიზეზად ტექნიკური სამუშაოები სახელდება.