საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ერთა ლიგის
ჩემპიონი გახდა. ნაკრების მეკარე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო
არცევში მცხოვრები
გიორგი
ბიბილურია.
ჩემპიონატი 6-8 ოქტომბერს ბელგიის ქალაქ ბლანკენბერგში ჩატარდა.
ელიტრაუნდში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.
ფინალში ფრედ 0:0 ითამაშეს უკრაინასთან.
მანამდე 7 ოქტომბერს საბერძნეთი (2:0) დაამარცხეს
6 ოქტომბერს დაამარცხეს ბელგია ( 5: 0) და ფრედ 3:3 ითამაშეს
ისრაელთან.
საქართველომ და უკრაინამ 8 - 8 ქულა დააგროვეს, თუმცა ბურთების
უკეთესი სხვაობით (10:3) პირველი ადგილი საქართველოს ნაკრებმა
დაიკავა.
ელიტრაუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ნაკრების წევრი ლაშა ბრეგვაძე
(5 გატანილი ბურთი).