გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში კვლავ სპექტაკლის
პრემიერისთვის ემზადებიან, რომელსაც ასევე " პრემიერა" ეწოდება.
ამ პროექტისთვის, რომელიც განხორციელდა კულტურის, სპორტისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, რეჟისორი დიმიტრი
ხვთისიაშვილი სპეციალურად მიიწვიეს გორში.
"პრემიერა" გამოჩენილი დრამატურგის ლალი როსებას პიესების მიხედვით
დადგმული წარმოდგენაა, დრამა 2-მოქმედებიანია.
სპექტაკლი ეძღვნება ავტორის ლალი როსებას ხსოვნას.
საპრემიერო ჩვენების დღეებია 12-13 ოქტომბერი 19:00