ახალი ამბები
,,ვიღაცამ იქ ააფრიალა ქართული დროშა'' - ჯაღმაიძე კირბალში ეკლესიის კარის აჭედვაზე
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კირბალში ეკლესიის კარი რუსმა სამხედროებმა მას შემდეგ აჭედეს, როდესაც  ,,ვიღაცამ ქართული დროშა ააფრიალა''.

ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გუშინ მლეთაში პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

"მოკლედ გეტყვით, რა მოხდა იქ. სოფელ კირბალში, რაღაც პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იყო გადასვლა და მომლოცველები დადიოდნენ იმ ტაძარში, მაგრამ შემდეგ ვიღაცამ იქ ააფრიალა ქართული დროშა, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ იქ მიეღოთ მკაცრი ზომები, აეჭედათ კარები და შეეზღუდათ იქ შესვლა. ასეთი ტაძარი რამდენიმე გვაქვს გორში, აძვში, ქერეში", – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

დეკანოზი, ანდრეა ჯაღმაიძე მოუწოდებს ხალხს, "ნუ გაამწვავებენ სიტუაციას".

"დაუფიქრებელი, მოუზომელი, ვითომ პატრიოტიზმის სახელით და პათოსით ააფრიალეს ქართული დროშა და საერთოდ დაიკეტა ის ტაძარი. ეს არის საფრთხილო ზონა, ოკუპირებული ტერიტორიის სასაზღვრო ზონა და ეს ტერიტორიები კარგად ვიცით, როდის დაიკარგა და 2009 წლის მერე ეს პატრულირება ხორციელდება და არ არის ახალი ეს ამბავი", – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.
Print