უკრაინელი მუსიკოსი, ჯგუფ ,,ოკეან ელზის" სოლისტი, სვიატოსლავ
ვაკარჩუკი სოფელ ტყვიავში იმყოფებოდა.
,,ენმ-ს'' შიდა ქართლის ორგანიზაციის ცნობით, მიუსამძიმრა ჯონი
ოდიშვილის ოჯახს და პატივი მიაგო უკრაინაში გმირულად დაღუპულის
საფლავს.
ასევე აღნიშნა რომ, ,,პატივს ვცემთ ყველა ქართველ ჯარისკაცს, ვინც
საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისათვის იბრძვის და ქედს ვიხრით
გმირულად დაღუპული ყველა ჯარისკაცის წინაშე.''
ჯონი ოდიშვილი 32 წლის, დაიბადა 1991 წლის გორის რაიონ სოფელ
ტყვიავში. დაიღუპა 2023 წლის 24 ივნისს ბახმუტში წინა ხაზზე. დარჩა
მშობლები, მეუღლე და 1 ქალიშვილი. უკრაინაში იბრძოდა "შავი არწივის"
ქვედანაყოფში.