საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტური სამხედრო პატივით
სოფელ კირბალში დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდი დილით გორის ღვთისმშობლის შობის ტაძარში
ჩატარდა. შემდეგ ცხედარი მშობლიურ სოფელში გადაასვენეს.
თამაზ გინტური 58
წლის იყო. ის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან
მდებარე ლომისის ეკლესიის ეზოში დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ
დაჭრეს.
მას ორი ტყვია ზურგის არეში აქვს მოხვედრილი. მკვლელობას მოწმე ჰყავს
- ამავე სოფელში მცხოვრები ლევან დოთიაშვილი. მან 3 დღე ცხინვალის
იზოლატორში გაატარა.