საქართველოს მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული ლევან პეტრიაშვილი
ცხინვალის საპატიმროდან გაათავისუფლეს.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ის 2023
წლის 14 მაისს დააკავეს ცხინვალის სიახლოვეს.
,,კაგებეს'' ცნობით, 1986 წელს დაბადებულმა, ალკოჰოლური ზემოქმედების
ქვეშ მყოფმა პირმა განზრახ გადალახა სახელმწიფო საზღვარი ქალაქ
ცხინვალის სამხრეთ - აღმოსავლეთ გარეუბანში.
ცხინვალის მხარის ცნობით, პეტრიაშვილს 7-თვიანი პატიმრობა ჰქონდა
მისჯილი, თუმცა ის 6 თვეში გაათავისუფლეს.