შიდა ქართლის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შს სამინისტროს თანამშრომლებმა, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებთან ერთად, წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული
დ.ც. დააკავეს.
პრეს-სამსახურის ცნობით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის
შედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 4 მჭიდი და 78 ვაზნა ნივთმტკიცებად
ამოიღეს.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა
და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 20
პირი დააკავეს'' - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.