ქარელში მდინარის სანაპიროზე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა სოფელ
სამწევრისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
დაღუპულია 60 წლამდე ასაკის მამაკაცი. შსს-ს ცნობით, დაკავებულია ერთი
პირი.
ტელეკომპანია ,,თრიალეთის'' ინფორმაციით, ბრალდებული სანადიროდ
იმყოფებოდა, ხოლო აწ გარდაცვლილი - სათევზაოდ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით
(განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს.