გორში, 13 წლამდე გოგონათა შორის, ქართლის თასის გათამაშება გაიმართა
მინი ფეხბურტში.
პირველ ადგილზე გავიდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის გუნდი.
მეორე ადგილზე - ,,ფრონე'' (ქარელიდან), ხოლო მესამე ასევე ქარელიდან,
სოფელ აბანოს გუნდი.
თასის მოსაპოვებლად 6 გუნდი იბრძოდა.
შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ტურნირი
თანადაფინანსებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული
ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ.